აივანი
image

 

 

 

 

 

 

აივანი

სწორად დაგეგმვისა და აივნის ფართის სწორად განსაზღვრის შემთხვევაში აივანს ენიჭება საცხოვრებელი ფართის გადიდების ფუნქცია. სასურველია, აივანს ჰქონდეს კარგი ხედი და მისი მინიმალური სიგანე შეადგენდეს 1,60 მეტრს. წინააღმდეგ შემთხვევაში აივანზე არ დაეტევა საჭირო ავეჯი ( სკამები, შეზლონგი და ა.შ).

აივანი კონსტრუქციულად დაკავშირებულია სართულებს შორის არსებულ ტიხრებთან, უმეტეს შემთხვევაში კი შენობის კონსოლთან. აივნის მიშენება ან ძველი აივნის ახლით შეცვლა შესაძლებელია უკვე მზა აივნით მოხდეს.

 იატაკი

აივნის იატაკს უნდა გააჩნდეს წყლისგან დამცავი ფენა, ასევე იატაკი უნდა იყოს ოდნავ დახრილი, რათა მაგალითად წვიმის დროს მოხდეს დაგროვილი წყლის გადინება. იატაკი შეიძლება მოპირკეთდეს კერამიკული ფილებით ან სხვა წყალგამძლე ხელოვნური თუ ბუნებრივი მასალით.  

 ფანჯარა

თუ აივნის უკან მდებარე ოთახებს ჰაერი კარგად მიეწოდება (კარგად ნიავდება), აივანში შეიძლება ჩაისვას ფანჯრები. აივნის კარის სიგანე მინიმუმ 90 სმ.-ს უნდა შეადგენდეს, რათა ადვილად გაიტანოთ აივანზე საჭირო ავეჯი.

 აივნის გაფორმება მცენარეებით

შეგიძლიათ აივანი მცენარეებითა და ყვავილებით გააფორმოთ, გაითვალისწინეთ მზის ფაქტორი და სწორად შეარჩიეთ მცენარეები. შესაძლებელია ასევე დაკიდებული ყვავილების ან სხვა ტიპის მცენარეების გამოყენება.

 აივნის მოაჯირები და მოპირკეთება

აივნის მოაჯირები სახლის გარეთა კედლებს უნდა შეესაბამებოდეს. აივანი შეიძლება მოპირკეთდეს ცემენტით, ხელოვნური საშენი მასალით, ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვით.

აივნის მოაჯირების მონტაჟის დროს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ და მოაჯირებზე დაამაგროთ ყვავილის ქოთნის დასამაგრებელი მეტალის სამაგრები. მოაჯირების გლუვი ზედაპირი უსაფრთხო იქნება ბავშვებისათვის.

მოაჯირისთვის შეიძლება შეირჩეს სხვადასვა სამშენებლო მასალა ალუმინი, ხელოვნური ალუმინი, რკინა, თუთია, ხე და ა.შ.

 ქარისგან დაცვა

ქარისგან დამცავი სისტემა უმჯობესია გაითვალისწინოთ სახლის მშენებლობის პერიოდში, რადგან მშენებლობის დასრულების შემგომ მისი დამატება და შენობაზე მორგება ძნელია და ზედმეტ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.